26 ნოემბერი 2024,   02:25
ვრცლად
2023 წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 5,1%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2023 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5,1% შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 6,8% განისაზღვრა.

2023 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა - საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, ვაჭრობა, სასტუმრო და რესტორნები.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, 2023 წლის სექტემბერში ქვეყანაში დაახლოებით 6100 ახალი საწარმოა დარეგისტრირდა.

"2023 წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 5,1%-ით, აქედან გამომდინარე 9 თვის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი გახლავთ 6,8%. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვან წვლილი შეიტანა - მშენებლობამ, ასევე საფინანსო და სადაზღვევო სექტორმა, ვაჭრობამ, სასტუმროებმა და რესტორნებმა. 2023 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით საქონლის ექსპორტი გაზრდილი დაახლოებით 13%-ით, ხოლო იმპორტის მოცულობა 18%-ით. 2023 წლის სექტემბერში ქვეყანაში დაახლოებით 6100 ახალი საწარმოა დარეგისტრირდა", - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ. 

დღის ამბები