26 ნოემბერი 2024,   02:22
ვრცლად
"მოწოდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არის მოწოდება ისრაელისთვის, რომ "ჰამასს" დანებდეს, დანებდეს ბარბაროსობას, ეს არ მოხდება" - ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი საომარი მოქმედებების შეწყვეტას არ დათანხმდება.

ნეთანიაჰუს განმარტებით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდება ისრაელისთვის ნიშნავს იმას, რომ ტერორიზმს დანებდეს.

"ისრაელი არ დათანხმდება საომარი მოქმედებების შეწყვეტას 7 ოქტომბრის საშინელი თავდასხმების შემდეგ. მოწოდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არის მოწოდება ისრაელისთვის, რომ "ჰამასს“ დანებდეს, დანებდეს ტერორიზმს, დანებდეს ბარბაროსობას. ეს არ მოხდება. ბიბლია ამბობს: "არის დრო მშვიდობისა და დრო ომისა". ეს არის ომის დრო. ომი ჩვენი საერთო მომავლისთვის. დღეს ჩვენ ვავლებთ ზღვარს ცივილიზაციის ძალებსა და ბარბაროსობის ძალებს შორის", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

დღის ამბები