26 ნოემბერი 2024,   02:31
ვრცლად
ნათია თურნავა საფრანგეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი საფრანგეთის ელჩს შეხვდა.

ნათია თურნავამ შერაზ გასრის კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური სისტემა, საერთაშორისო სანქციების ერთგული რჩებიან.

მან ელჩს დეტალურად გააცნო ინფორმაცია, ეროვნული ბანკის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და პრიორიტეტების შესახებ. ასევე, საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებასა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერას.

დღის ამბები