26 ნოემბერი 2024,   01:29
ვრცლად
ქართული კინო და თეატრალური სამყარო კიდევ ერთმა ლეგენდამ დატოვა - თენგიზ არჩვაძეს  ხვალ დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

ქართული კინო და თეატრალური სამყარო კიდევ ერთმა ლეგენდამ დატოვა. 91 წლის ასაკში გენიალური ქართველი მსახიობი თენგიზ არჩვაძე გარდაიცვალა. მსახიობმა, რომელიც კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე 1954 წლიდან თამაშობდა, მაყურებელს თავი არა მხოლოდ თეატრალური, არამედ კინოროლებითაც დაამახსოვრა.

46 კინოროლი, მათ შორის, მუშნი ზარანდიას განუმეორებელი სახე, რომელიც არტისტმა "დათა თუთაშხიაში" შექმნა. სახალხო არტისტმა და ხელოვნების ქურუმმა განუმეორებელი როლები ითამაშა "ხევსურულ ბალადაში", "ვედრებასა" და "დიდოსტატის მარჯვენაშიც".

69 წლიანი კარიერის განმავლობაში, თენგიზ არჩვაძემ არაერთი ჯილდო მიიღო, მათ შორის იყო იყო შოთა რუსთაველის, კოტე მარჯანიშვილის, მიხეილ თუმანიშვილის, აკაკი ხორავას სახელობის პრემიების, აგრეთვე, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერი. გამორჩეულ ქართველ მსახიობს ხვალ დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.

დღის ამბები