26 ნოემბერი 2024,   01:30
ვრცლად
ხმაური იყო ოზურგეთის საკრებულოში - სხდომა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძეც ესწრებოდა, დაპირისპირების გამო ვერ დაიწყო

ხმაური იყო ოზურგეთის საკრებულოში - სხდომა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძეც ესწრებოდა, დაპირისპირების გამო ვერ დაიწყო. სხდომის გახსნამდე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დავით მჟავანაძემ განცხადება გააკეთა და ოზურგეთის მუზეუმში ჩატარებულ რეორგანიზაციას პოლიტიკური ნიშნით დევნა უწოდა.

განცხადებას პროტესტი მოჰყვა უმრავლესობის მხრიდან. კამათი ხმაურსა და ურთიერთბრალდებებში გადაიზარდა.

სხვადასხვა რეპლიკა ისმოდა ადგილზე მყოფი სოფო ჯაფარიძის მისამართით, რომელსაც დღეს "ღიმილიანი საქართველოს" პროექტში მონაწილეობა შეახსენეს. სხდომა შესვენების შემდეგ განახლდა, დაპუტატებმა ბიუჯეტში შესული ცვლილებები დაამტკიცეს.   

დღის ამბები