26 ნოემბერი 2024,   01:57
ვრცლად
თუ ვინმე არის ანტიევროპული საქართველოში, სამწუხაროდ ეს ჩვენი ოპოზიციაა - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციისთვის კანდიდატის სტატუსს არასდროს ჰქონია მნიშვნელობა. ამ განცხადებით შალვა პაპუაშვილი კანდიდატის სტატუსზე ოპოზიციის ნაწილის განცხადებებს ეხმაურება. 

"ოპოზიციისთვის კანდიდატის სტატუსს არასდროს ჰქონია მნიშვნელობა, არც მაშინ, როცა პანიკა ჰქონდათ მოწყობილი, რომ ქვეყანა იღუპება სტატუსის გარეშეო და არც ახლა, როცა ამბობენ, რომ კანდიდატის სტატუსი არაფერს ნიშნავს, სინამდვილეში, მათთვის კანდიდატის სტატუსს და ევროკავშირთან ინტეგრაციას რაიმე ღირებულება არასოდეს ჰქონია.

ერთადერთ ღირებულებას ისინი იმაში ხედავდნენ, რომ ფიქრობდნენ, შეიძლება, გამოეყენებინათ, როგორც იარაღი ხელისუფლების წინააღმდეგ. ხედავენ, რომ ეს ხელიდან ეცლებათ და არ უნდათ, რომ ჩაჰყვნენ იმ გემს, რომელიც იძირება. გამოჩნდება, რომ თუკი ვინმე არის ანტიევროპულია საქართველოში, სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიციაა," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი. 

 

 

 

დღის ამბები