26 ნოემბერი 2024,   01:36
ვრცლად
გორგასლის ქუჩაზე ცნობილი ქართველი მოქანდაკის, ელგუჯა ამაშუკელის ბიუსტი გაიხსნა

ვახტანგ გორგასლის ქ. N3-ში საქართველოს დამსახურებული მხატვრის, ცნობილი მოქანდაკის, ელგუჯა ამაშუკელის არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიცია (ბიუსტი) გაიხსნა. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე დაესწრნენ. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

მათივე ცნობით, თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და მემორიალური დაფის განთავსებაზე დადებითი რეკომენდაცია შესაბამისმა კომისიამ 2022 წლის 28 ნოემბერს გასცა.

მოქანდაკე გენადი ზაქარაიას მიერ შესრულებული ბრინჯაოს ნამუშევარი, რომელიც მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადაეცა, არქიტექტორ ვახტანგ დავითაიას მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით განთავსდა. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განსათავსებლად თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 23 455 ლარი დაიხარჯა.

დღის ამბები