26 ნოემბერი 2024,   02:39
ვრცლად
მთავრობის სხდომაზე 75 დევნილი ოჯახისთვის ფართების გადაცემის საკითხზე იმსჯელეს - ქონება თბილისსა და დაბა წყნეთში მდებარეობს

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის სხდომაზე 75 დევნილი ოჯახისთვის ფართების გადაცემის საკითხზე იმსჯელეს. აღნიშნული ქონება თბილისსა და დაბა წყნეთში მდებარეობს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ერთ-ერთი პრიორიტეტია დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა.

ამასთან, განიხილეს ხუთი ელექტროსადგურის განვითარების და ხელშეწყობის პროექტი, რომლებზეც ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები უნდა ჩატარდეს.

მთავრობის სხდომაზე წარდგენილი ჰიდრო სადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 118 მეგავატზე მეტია, ხოლო ჯამური ინვესტიცია 167 მილიონ დოლარზე მეტია. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, პროექტები შიდა ქართლის რეგიონში, კერძოდ - ქარელის, ხაშურის და კასპის მუნიციპალიტეტებში განხორციელდება.

დღის ამბები