26 ნოემბერი 2024,   02:47
ვრცლად
„საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება რუსეთის დიდი გამარჯვება იქნება“ - სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ CBS News-თან

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება რუსეთის დიდი გამარჯვება იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, CBS News-თან, გადაცემა "60 წუთში" განაცხადა.

პრეზიდენტმა სხვადასხვა საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის - ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა და შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. 

საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე საუბრისას, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ დასავლეთისგან, კერძოდ, შეერთებული შტატებისგან, მეტი აქტიურობაა საჭირო.  

ჟურნალისტის კითხვაზე - "ფიქრობთ, რომ დასავლეთი, განსაკუთრებით აშშ, საკმარისად რეაგირებს და მხარს უჭერს საქართველოს ამ მომენტში?" - სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ უფრო მეტი საჯარო აღიარებაა საჭირო იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს კანდიდატის სტატუსს ევროკავშირში. 

"არა მგონია. ერთ კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან. უკვე ხუთი წელია, პრეზიდენტი ვარ და ვერ მოვახერხე რაიმე სახის შეხვედრა ჩემს დონეზე, იქნება პრეზიდენტის ან ვიცე პრეზიდენტი, თუნდაც სატელეფონო ზარის საშუალებით. მესმის, რომ უფრო აქტუალური საკითხებია, მაგრამ ვფიქრობ, რომ მეტი საჯარო აღიარებაა საჭირო... აღიარება იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს ჩვენს კანდიდატის სტატუსს ევროკავშირში. მე ვიცი, რომ ეს არის ის ენა, რომელიც აშშ-ს აქვს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, მაგრამ უმაღლეს დონეზე გამეორება მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის,“ - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

კითხვაზე, რა ბედი ეწევა საქართველოს, თუ ევროკავშირი არ მიანიჭებს კანდიდატის სტატუსს, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ "ეს იქნება რუსეთის დიდი გამარჯვება“.

 

 

 

დღის ამბები