იუნკერთა სასწავლო ბატალიონის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსდამთავრებულებმა სამხედრო ფიცი დადეს.
ფიცის დადების ცერემონიაზე, კურსდამთავრებულებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელებმა სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს.
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ჩარიცხვის შემდეგ, იუნკრებმა ხუთკვირიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი გაიარეს. კურსდამთავრებულები სასწავლო პროცესს აკადემიაში, საბაკალავრო პროგრამების მიხედვით, გააგრძელებენ.