გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ინფორმაციით, „ბავშვები ღაზაში კატასტროფულ სიტუაციაში არიან - მშობლებს სხვა არჩევანი არ აქვთ, გარდა იმისა, რომ მათ მარილიანი წყალი მისცენ“, - ამის შესახებ BBC წერს.
ორგანიზაციის სპიკერი, ტობი ფრიკერი BBC News-ს არსებული ვითარების შესახებ ესაუბრა.
„ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელს ოთხი და შვიდი წლის გოგოები ჰყავს. ის, უბრალოდ, ცდილობს, გოგოები დაიცვას და მათ სიცოცხლე შეუნარჩუნოს. ის გვიყვებოდა, თუ როგორ სვამენ ბავშვები მხოლოდ მარილიან წყალს. ქალიშვილი დედას ეკითხება: „დედა, რატომ არ შემიძლია ნორმალური წყალი დავლიო, როგორც ეს ჩვეულებრივ დღეებში ხდებოდა?“.
ბავშვებს არ სურთ წყლის დალევა, რადგან ის ძალიან მარილიანია. ისინი განიცდიან დეჰიდრატაციას და დაავადების რისკი ძალიან რეალურია”, - ამბობს ფრიკერი.