26 ნოემბერი 2024,   02:24
ვრცლად
„დაზვერვის სამსახურის უფროსის მოხსენების ამოცანაა, რომ კანონმდებლებს გვქონდეს უახლესი ინფორმაცია იმაზე, თუ რა ხდება ჩვენ ირგვლივ და როგორ იცვლება რეგიონული გარემო“ - პარლამენტში შალვა ლომიძეს ელოდებიან

პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე, დაზვერვის სამსახურის უფროსს ელოდებიან. შალვა ლომიძე კომიტეტის წევრებს რეგიონული უსაფრთხოების გარემოს შესახებ მიაწვდის ინფორმაციას და დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.

უმრავლესობაში დაზვერვის სამსახურის მუშაობას დადებითად აფასებენ.

"ამოცანაა, რომ კანონმდებლებს გვქონდეს უახლესი ინფორმაცია იმაზე, თუ რა ხდება ჩვენ ირგვლივ; როგორ იცვლება რეგიონული გარემო; გვქონდეს საფრთხეებისა და მისი შემადგენელი ელემენტების ზუსტი და დროული ცოდნა; ვცდილობდეთ, ყველა ის დეტალი, რომელსაც, შეიძლება, გავლენა ჰქონდეს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე; ვგრძნობდეთ რეგიონის მაჯისცემას; საჭიროების შემთხვევაში, მივიღოთ უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკური გადაწყვეტილებები. დაზვერვის სამსახურს საქმიანობა ჩვენთვის ყოველთვის უმაღლეს დონეზე ფასდება", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

დღის ამბები