26 ნოემბერი 2024,   01:36
ვრცლად
ფეხბურთელ ლუის დიასის მშობლები კოლუმბიაში გაიტაცეს - მისი დედა ნაპოვნია, მამის მოსაძებნად ნებისმიერი ინფორმაციისთვის კი, კოლუმბიის ხელისუფლებამ 200 მილიონი პესო დააწესა

საფეხბურთო კლუბ "ლივერპულის" კოლუმბიელი ფეხბურთელის, ლუის დიასის მშობლებიდან ერთ-ერთი, მისი დედა, რომელიც მეუღლესთან ერთად გუშინ გაიტაცეს, უკვე ნაპოვნია. ფეხბურთელის დედა ბარანკასში იპოვეს. ამის შესახებ კოლუმბიის პრეზიდენტმა განაცხადა. 

კოლუმბიის ხელისუფლების განცხადებით, ფეხბურთელის მშობლების მოსაძებნად და უსაფრთხოდ დასაბრუნებლად მობილიზებულია ეროვნული პოლიცია და სამხედრო ძალები.

საკუთარ ქვეყანაში ფეხბურთის პოპულარობის გათვალისწინებით, ინციდენტმა მიიპყრო სრულიად ქვეყნის ყურადღება.

"ბატონი დიასის დედა, სილენის მარულანდა, გადაარჩინეს გატაცებიდან რამდენიმე საათის შემდეგ", - განაცხადა კოლუმბიის პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ

დიასის მშობლები, საკუთარ ქალაქში, ბენზინგასამართ სადგურზე, ბარანკასში მანქანით გაჩერდნენ, სწორედ მაშინ გაიტაცეს ისინი შეიარაღებულმა პირებმა. კოლუმბიის ხელისუფლებამ ნებისმიერი ინფორმაციისთვის, რომელიც ფეხბურთელის მამის პოვნაში სამართალდამცავებს დაეხმარება, ფულადი ჯილდო დააწესა - 200 მილიონი პესო (დაახლოებით $48,000).

აღსანიშნავია, რომ თავად ლუიზ დიასი, ფაქტის მიუხედავად დარჩა პრემიერლიგის მატჩის სათამაშოდ "ნოტინჰემ ფორესტის" წინააღმდეგ.

დღის ამბები