26 ნოემბერი 2024,   01:31
ვრცლად
"უსამართლობაა, რომ ჩვენს შვილებს შიმშილისა და წყურვილის გამო არ შეუძლიათ დაძინება" - ღაზის სექტორში ჰუმანიტარული კრიზისი მწვავდება

ღაზის სექტორში ჰუმანიტარული კრიზისი მწვავდება. ღაზის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში ექიმებს მუშაობა განსაკუთრებით უჭირთ, გაზრდილია დაღუპულების რაოდენობა.

როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, მათ უჭირთ სუფთა წყალთან და საკვებთან წვდომა. ღაზას მოსახლეობა დახმარებას ითხოვენ.

"ჩვენ გვჭირდება სუფთა წყალი და საკვები. უსამართლობაა, რომ ჩვენს შვილებს შიმშილისა და წყურვილის გამო არ შეუძლიათ დაძინება. ჩვენ აუცილებლად უნდა მივაღებინოთ საკვები და წყალი მათ," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

"ჩვენ საერთოდ არაფერი გვაქვს არც წყალი არც საკვები, არავინ ფიქრობს ჩვენზე. საერთაშორისო ძალები ჩვენს წინააღმდეგ არიან. ჩვენ გვჭირდება დახმარება და ამას არ გავაკეთებდით რომ არ გვჭირდებოდეს," - აღნიშნავს ადგილობრივი.

პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების გაერო-ს სააგენტო თავის მხრივ აცხადებს, რომ ღაზის სექტორში ეგვიპტიდან სატვირთო მანქანებით შეტანილი ჰუმანიტარული დახმარება არასაკმარისია.

 

დღის ამბები