თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მევიოლინეთა და პიანისტთა შესარჩევი მოსმენა მომდინარეობს. 6 კონკურსანტიდან ორ გამარჯვებულს სპეციალურად შერჩეული ჟიური გამოავლენს.
გამარჯვებულები 2024-2025 წლის სეზონზე გაემგზავრებიან ბუდაპეშტში და უნგრეთის ეროვნული ფილარმონიის ორკესტრთან საერთაშორისო სერიაში მიიღებენ მონაწილეობას.
პროექტი პარლამენტის, კულტურის კომიტეტის თავჯდომარის , ელისო ბოლქვაძის ინიციატივით ტარდება.