26 ნოემბერი 2024,   02:01
ვრცლად
მესტიას ახალი, მაღალი გამავლობის რეანიმობილი გადაეცა

მესტიას ახალი, მაღალი გამავლობის რეანიმობილი გადაეცა. ევროსტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით დაკომპლექტებული რეანიმობილით ნებისმიერი სიმძიმის პაციენტის ტრანსპორტირებაა შესაძლებელი. ბრიგადა თბილისიდან მიწვეული სპეციალისტებით დაკომპლექტდა. ამით გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დროულად მიღება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა.

მოსახლეობისთვის, მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისის მიწოდების მიზნით, მესტიის საავადმყოფოს კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატიც გადაეცა. სერვისს მოსახლეობა, უახლოეს პერიოდში მიიღებს.

ჯანდაცვის სამინისტრომ 2023 წლის ივლისში, ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, 120 სასწრაფო დახმარების მანქანა, მათ შორის, 15 რეანიმობილი შეიძინა, რომელთა გადაცემაც გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ეტაპობრივად დაიწყო.

დღის ამბები