26 ნოემბერი 2024,   01:33
ვრცლად
არავის არასდროს ჰქონია ამ წლების განმავლობაში მშვიდობიანი აქციის ჩატარების და საკუთარი პროტესტის გამოხატვის პრობლემა - არჩილ თალაკვაძე

მმართველი გუნდი პრეზიდენტის მეოთხე ვეტოს დასაძლევად ემზადება - მანიფესტაციების შესახებ კანონი, რომელიც დესტაბილიზაციის რისკებს აზღვევს, სალომე ზურაბიშვილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს პარლამენტი ჯერ იურიდიულ კომიტეტზე განიხილავს, შემდეგ კი საკითხი კენჭისყრაზე გავა.

ოპოზიცია პრეზიდენტის არგუმენტებს სრულად იზიარებს და ფიქრობს, რომ ცვლილებები შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს. 

"არავის არასდროს არ ჰქონია ამ წლების განმავლობაში მშვიდობიანი აქციის ჩატარების და საკუთარი პროტესტის გამოხატვის პრობლემა, მაგრამ ჯგუფებს, რომელთაც უნდათ, რომ საზოგადოების გულწრფელი პროტესტი გადააქციონ არეულობაში და დესტაბილიზაციაში, ხელისუფლება არ მივცემთ ამის შესაძლებლობას.

ყველა, ვინც ამ კანონს უპირისპირდება და ვინც თვლის, რომ საქართველოს არ სჭირდება ხვალ უსაფრთხოება, სტაბილურობა და სიმშვიდე, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე აქციების დროს იყოს დაცული, ეს ხალხი უპირისპირდება ზუსტად ამ კანონს.

რაც შეეხება ვეტოს, არგუმენტები აბსოლუტურად არასაკმარისია და არ არის საფუძველი იმის, რომ ეს კანონი დარჩეს განხორციელების გარეშე," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.

დღის ამბები