26 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
46 კინოროლი და 69 წელი მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე - 91 წლის ასაკში, თენგიზ არჩვაძე გარდაიცვალა

46 კინოროლი და 69 წელი მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე - 91 წლის ასაკში, თენგიზ არჩვაძე გარდაიცვალა. საქართველო სახალხო არტისტს ემშვიდობება. მსახიობის პოპულარობის ხანა 60-იანი წლების დასაწყისში, კონკრეტულად კი 1961 წელს იწყება, როცა ეკრანებზე ერთდროულად ლანა ღოღობერიძის ფილმი “ერთი ცის ქვეშ” და შოთა მანაგაძის “კეთილი ადამიანები” გამოდის და წლების წინ დაწყებული, მსახიობს, არც წლების შემდეგ დაუკარგავს.

თამაზის როლს კი “კეთილ ადამიანებში” მოჰყვება იმედა “ხევსურულ ბალადაში”, ალუდა “ვედრებაში”, არსაკისძე “დიდოსტატის მარჯვენაში” და თენგიზ არჩვაძის საუკეთესო არაერთი კინოროლი.

აღიარება ცხოვრების გზაზე არაერთხელ მიიღო, რასაც მისი პრემიერების, ჯილდოებისა და პრიზების ჩამონათვალიც მოწმობს.

დღის ამბები