26 ნოემბერი 2024,   01:59
ვრცლად
ლავროვი აცხადებს, რომ ისრაელის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვა საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, ისრაელის მიერ ღაზის დაბომბვა საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება და ქმნის კატასტროფის რისკს, რომელიც შეიძლება, ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს, - ამის შესახებ Al Jazeera წერს.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვგმობთ ტერორიზმს, კატეგორიულად არ ვეთანხმებით, რომ თქვენ [ისრაელს] შეგიძლიათ, ტერორიზმს უპასუხოთ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევით, მათ შორის - ძალის განურჩევლად გამოყენებით იმ ობიექტებზე, რომლებშიც მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის მძევლების ყოფნის შესახებ ფლობთ ინფორმაციას. თუ ღაზა განადგურდება და მისი ორი მილიონი მცხოვრები ამ ტერიტორიიდან განიდევნება (როგორც ამას ისრაელსა და მის ფარგლებს გარეთ მყოფი ზოგიერთი პოლიტიკოსი ვარაუდობს), ეს გამოიწვევს კატასტროფას მრავალი ათწლეულის, შესაძლოა, საუკუნეების განმავლობაშიც კი”, - თქვა ლავროვმა.

დღის ამბები