26 ნოემბერი 2024,   01:47
ვრცლად
„პარლამენტში, „მაუწყებლობის შესახებ“ მიღებული კანონპროექტი ევროკავშირის სტანდარტებს აკმაყოფილებს“ - ევროკავშირის ელჩი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მიმართულებით, ევროკავშირი შესაბამის ინსტიტუტებთან მჭიდროდ ითანამშრომლებს. მისივე თქმით, მოქმედი კანონპროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტში გავიდა, ევროკავშირის სტანდარტებს აკმაყოფილებს.

„ჩვენ გვაქვს დირექტივა ე.წ. აუდიოვიზუალური სერვისების დირექტივა, რომელიც ადგენს სტანდარტებს. ყველა ჩვენს წევრ სახელმწიფოს მოეთხოვება, ჰქონდეს ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც შეესაბამება ამ სტანდარტებს და ასევე მოეთხოვება ეს საქართველოსაც, რომელიც არის კანდიდატი ქვეყანა. განსაკუთრებით ორი ძირითადი საკითხია, აბსოლუტურად არსებითი, ეს არის არასრულწლოვანთა დაცვის საკითხი და სიძულვილის ენა. პარლამენტში მიღებული კანონპროექტი ამ სტანდარტებს აკმაყოფილებს. ამასთან, არის სხვა ელემენტებიც, რომლებიც შეტანილია კანონპროექტში, მათ შორის უხამსობის შესახებ. ჩვენი აზრით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არის ამის განხორციელება და აქ ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ შესაბამის ორგანოებთან. რაც აბსოლუტურად მნიშვნელოვანია, ეს არის ეროვნული მარეგულირებლის დამოუკიდებლობა. ეს არის კომუნიკაციების კომისია. ეს ინსტიტუტი უნდა გაძლიერდეს, უნდა იყოს სრულიად დამოუკიდებელი. რა თქმა უნდა, როგორც ევროკავშირი, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვიმუშავებთ, რათა ეს მოხდეს“, - აცხადებს ევროკავშირის ელჩი.

დღის ამბები