26 ნოემბერი 2024,   02:02
ვრცლად
„ევროკომისია რეკომენდაციას გაუწევს 27 წევრ სახელმწიფოს, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს“ - ევროკავშირის ელჩი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკომისია რეკომენდაციას გაუწევს 27 წევრ სახელმწიფოს, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

„ჩემი ზემდგომები ბრიუსელში ასრულებენ გაფართოების მოხსენების მომზადებას, რომელიც გახლავთ გაფართოების შესახებ მოხსენება საქართველოსთვის და შეიცავს რეკომენდაციებს წევრი ქვეყნებისთვისაც. გულწრფელად ვიმედოვნებ, ეს რეკომენდაციები იქნება დადებითი, ევროკომისია რეკომენდაციას გაუწევს 27 წევრ სახელმწიფოს, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, რეკომენდაციას მივანიჭებთ, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. სამწუხაროდ, უნდა დავიცადოთ 8 ნოემბრამდე. 8 ნოემბერს იქნება გაფართოების შესახებ მოხსენება საქართველოსთვის და სხვა ცხრა ქვეყნისთვის, საჯარო იქნება. იმედი ვიქონიოთ, რომ დადებითი მიმართულებით წავა“, - აცხადებს დიპლომატი.

დღის ამბები