26 ნოემბერი 2024,   01:29
ვრცლად
„საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის განვითარება ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობისაა“ - როლანდ პრაისი

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის, როლანდ პრაისის თქმით,  საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის განვითარება ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობისაა. 

განცხადება სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორმა რიკოთის მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთის გახსნაზე გააკეთა. 

"ჩემთვის ძალიან დიდი პატივია აქ ვიმყოფებოდე, რომ ამ ისტორიულ მიღწევას ვზეიმობდე, ბრწყინვალე ამინდიც არის და, ჩვენთან ერთად, ბუნებაც ზეიმობს.

საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის განვითარება გახლავთ ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის. ორი მნიშვნელოვანი ატრიბუტი ამ განვითარებისა დისტანციის შემცირება გახლავთ მგზავრობის დროს და ასევე გაუმჯობესება უსაფრთხოების სტანდარტების, რაც უმნიშვნელოვანესი განვითარებაა იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს მოსახლეობამ იმოგზაუროს ქვეყნის მასშტაბით. ამას ექნება პოზიტიური გავლენა ბიზნესებზე, საქონლის ტრანსპორტირებაზე და წვლილს შეიტანს ტურიზმის განვითარების საქმეში, რაც გახლავთ ძალიან სერიოზული წვლილის შემტანი საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში.

რეგიონული და საერთაშორისო თვალსაზრისით აღნიშნული მაგისტრალი გახლავთ ხიდი, რომელიც აკავშირებს დასავლეთსა და აღმოსავლეთ ჩინეთს ევროპასთან მას ექნება ძალიან სერიოზული ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე. ჩვენი ღონისძიება ხდება პარალელურად თბილისის ძალიან წარმატებული "აბრეშუმის გზის ფორუმის", სადაც გეოპოლიტიკური დინამიზმი იყო აღიარებული და ხაზგასმული. მსოფლიო ბანკი განსაკუთრებით ამაყობს, რომ ეს იყო პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელმაც 2, 3 მილიარდ დოლარით ამერიკის საფლაგმანო პროექტიდან დაეხმარა ამ პროექტს, მაგრამ ჩვენ აქ არ ვიქნებოდით ძლიერი პარტნიორობის გარეშე სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და განსაკუთრებით საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობის, განსაკუთრებული ხელმძღვანელობის გარეშე.

რიკოთის მონაკვეთის F 0-ის და F 1 სექციის დასრულებას ველით მსოფლიო ბანკი და იმედი მაქვს, რომ ასევე აღვნიშნავთ ამას. ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორობას მთავრობასთან, რათა მოვახდინოთ რეალიზაცია ტრანსფორმაციული პროექტების, რომელიც წვლილს შეიტანს საქართველოს საზოგადოების ამბიციურ ხედვაში ხალხის, საქართველოს მოსახლეობის წინსვლისა და აყვავებისთვის," - აცხადებს როლანდ პრაისი. 

დღის ამბები