91 წლის ასაკში, მსახიობი თენგიზ არჩვაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი ავრცელებს.
თენგიზ არჩვაძე, 1954 წლიდან, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი იყო. მას სულ 46 კინოროლი აქვს შესრულებული. მიღებული აქვს ჯილდოები, პრემიები და პრიზები: თბილისის საპატიო მოქალაქე, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს დამსახურებული არტისტი.