26 ნოემბერი 2024,   01:28
ვრცლად
„წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტმა, სასწრაფოდ საჭირო სამედიცინო ნივთებით დატვირთული რამდენიმე სატვირთოს ღაზის სექტორში შეყვანა შეძლო - შომბურგი

ისრაელი სამხედრო ოპერაციას აფართოებს. გვიან ღამით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორი დაბომბეს. საჰაერო ძალებმა 150-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს. ლიკვიდირებულია „ჰამასის“ საჰაერო ძალების მეთაური. ცაჰალის ცნობით, მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა შვიდი ოქტომბრის თავდასხმის დაგეგმვასა და განხორციელებაში.

ღაზის სექტორში ვითარება რთულია, მედიის ცნობით, ამ დრომდე, ინტერნეტსა და სატელეფონო სერვისებზე წვდომა შეფერხებულია. მშვიდობიანი მოსახლეობა ჰუმანიტარული კრიზისის წინაშეა.

„წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის ქვედელეგაციის ხელმძღვანელი, ღაზაში უილიამ შომბურგი აცხადებს, რომ „წითელმა ჯვარმა“ რამდენიმე სატვირთოს შეყვანა უკვე შეძლო ღაზის ტერიტორიაზე.

"წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა შეძლო რამდენიმე სატვირთო ავტომობილის შეყვანა, სასწრაფოდ საჭირო სამედიცინო ნივთებით, რომლებიც, უახლოეს დღეებში დაურიგდება საავადმყოფოებს, რომლებსაც მარაგები აკლია. გვყავს, ასევე, სპეციალისტების გუნდი, რომელიც შევა ღაზის ტერიტორიაზე, მათ შორის არიან ქირურგები და მედიკოსთა სხვა ჯგუფები,"- აცხადებს შომბურგი.

დღის ამბები