26 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
გიორგი ანწუხელიძის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ გმირს მშობლიურ სოფელში ბიუსტი დაუდგეს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ბიუსტი დადგეს. ბიუსტი, ოფიციალურად, მისმა შვილებმა გახსნეს. ანწუხელიძის კვირეულის ფარგლებში, მშობლიურ სოფელში დილიდან სხვადასხვა ტრადიციული ღონისძიება მიმდინარეობს; იმართება დოღი, დალაობა და თუშური რეწვის გამოფენა.

ბიუსტის დადგმის ინიციატივა ადგილობრივ მოსახლეობას ეკუთვნის, რის განხორციელებაშიც ახმეტის მერია დაეხმარათ. ღონისძიებებს ესწრებოდნენ გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები, ასევე - ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები.

ანწუხელიძის კვირეული მისმა თანასოფლელებმა დააწესეს და ყოველი ყოველი წლის ოქტომბრის ბოლოს, ქვემო ალვანში იმართება. საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოში საოკუპაციო ძალებმა ცხინვალში წამებით მოკლეს.

მისი წამების ამსახველი ვიდეოკადრები კი ინტერნეტში 2009 წელს გავრცელდა. სიკვდილის შემდეგ, გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

დღის ამბები