26 ნოემბერი 2024,   01:32
ვრცლად
სამშვიდობო ინიციატივების ფარგლებში, მზად ვართ, გავაგრძელოთ ჩვენი ძალისხმევა რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად - ირაკლი ღარიბაშვილი 

მზად ვართ, გავაგრძელოთ ჩვენი ძალისხმევა რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

ღარიბაშვილის თქმით, მოხარულია, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებს უმასპინძლა.

„მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში მემასპინძლა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებისათვის, რათა ერთად გვესაუბრა სამხრეთ კავკასიის მომავალზე, იმ მასშტაბურ რეგიონულ პროექტებზე, რომელთა განხორციელება ყველა ჩვენგანის საერთო ინტერესებშია. გაერო-ს ტრიბუნიდან ჩემ მიერ გაჟღერებული სამშვიდობო ინიციატივების ფარგლებში, მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ მიმართულებით ჩვენი ძალისხმევა რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად – ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ,"- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

დღის ამბები