26 ნოემბერი 2024,   02:03
ვრცლად
ყოფილ პრეზიდენტს ზოგადად ინფორმაცია არ აქვს იმის თაობაზე, თუ რა ტექნოლოგიების გამოყენებას ექნება ადგილი არჩევნებზე - გიორგი კალანდარიშვილი

მიხეილ სააკაშვილის მიერ ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს აფასებს ცენტრალური კომისიის თავმჯდომარე.კალანდარიშვილის თქმით, პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მაგალითად მიხეილ სააკაშვილმა არ იცის ვინ არის ახლა ცესკოს თავმჯდომარე.

გარდა ამისა, ცესკოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ელექტრონულ არჩევნებს მაღალი მხარდაჭერა ჰქონდა პოლიტიკური წრეების მხრიდან და ყველა რისკი, რომელიც არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არსებობს, სწორედ ელექტრონული სისტემით არის დაზღვეული:

" როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ თამარ ჟვანია დღეს ცესკოს თავმჯდომარეა მაშინ, როდესაც სწორედ ამდენი ხსნი წინ ქალბატონი თამარ ჟვანია უზბეკეთში "აიფესის" ოფისის ხელმძღვანელად აირჩიეს და დღემდე ასრულებს ამ პოზიციაზე საქმიანობას - ეს როგორც მინიმუმ იმაზე მიუთითებს, რომ ყოფილ პრეზიდენტს ზოგადად ინფორმაცია არ აქვს იმის თაობაზე, თუ რა ტექნოლოგიების გამოყენებას ექნება ადგილი. ტექნოლოგიების დანერგვა ერთ-ერთ საკითხთაგანი იყო, რომელსაც პარლამენტში მაღალი კონსენსუსი ჰქონდა. ეს იმას ნიშნავს რომ პოლიტიკოსები შეთანხმდნენ ამ თამაშის წესებზე. ჩვენ რისკები დაზღვეული გვაქვს, მათ შორის არ გამოვიყენებთ ინტერნეტს იმისათვის, რომ მოწყვლადობა კიბერსაფრთხეებთან დაკავშირებით დაზღვეული იყოს,"- აცხადებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი.

 

დღის ამბები