26 ნოემბერი 2024,   01:53
ვრცლად
"ვივამედი" უნდა გადაკეთდეს კვლევით დაწესებულებად, სადაც პაციენტებს, რომლებსაც იგივე დაავადებები აწუხებთ, რაც სააკაშვილს აწუხებდა გასულ წელს, განკურნება სწადიათ - იაგო ხვიჩია

ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი ყურადღებას არჩევნებში ემიგრანტების ჩართულობის აუცილებლობაზე ამახვილებს. შეფასებები ოპოზიციაში მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადებების შემდეგ კეთდება.

"ჩვენ, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ნაციონალური მოძრაობა", ვითხოვთ ჩვენი ემიგრანტებისთვის "ონლაინ" არჩევნებს. მიუღებელია არჩევნების იმ სტანდარტით ჩატარება, როგორიც ვიხილეთ 2020 და 2021 წლებში,"- აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი  ლაშა ფარულავა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია კი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი სულ იყო პოლიტიკაში და ეს დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა:

"მიხეილ სააკაშვილი სულ იყო პოლიტიკაში და დღესაც მწვანე მუზარადასხმული მოგვევლინა პოლიტიკაში. "ვივამედი" უნდა გადაკეთდეს კვლევით დაწესებულებად, სადაც შესაბამის პაციენტებს, რომლებსაც იგივე დაავადებები აწუხებთ, რაც მიხეილ სააკაშვილს აწუხებდა გასულ წელს, განკურნება სწადიათ და სხვა მსოფლიო კლინიკებში ამას ვერ აღწევენ,"- უცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია. 

 

დღის ამბები