26 ნოემბერი 2024,   01:38
ვრცლად
ოპოზიცია ყველაფერს თავდაყირა კითხულობს და ასე თავდაყირა მიდის მათი საქმე - გურამ მაჭარაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის" წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, თუკი ადრე ოპოზიცია ამბობდა რომ ელექტრონული არჩევნები მინიმუმამდე დაიყვანდა რისკებს, ახლა ამბობენ, რომ ეს გაყალბების საშუალება ყოფილა.

მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიცია ყველაფერს თავდაყირა კითხულობს:

"როდესაც საუბარია ელექტრონულ არჩევნებზე, მე მახსოვს მინიმუმ წელიწადნახევარზე მეტია საუბარია ჩვენი პარტნიორებისგან და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებისგან, რომ ელექტრონული არჩევნები არის ერთ-ერთი საშუალება მინიმუმამდე დავიდეს რისკი. ახლა კი, როდესაც შემოვიღეთ ელექტრონული არჩევნები 90%-ში, თურმე ახლა ყოფილა გაყალბების საშუალება. ეს მათი დღის წესრიგია, ყველაფერს თავდაყირა კითხულობენ და ასე თავდაყირა მიდის მათი საქმე," - აღნიშნავს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები