26 ნოემბერი 2024,   01:41
ვრცლად
კატასტროფა არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილს წარმოდგენა არ აქვს თუ რა ტიპის არჩევნები ტარდება 2024 წელს და როგორ მოხდება ამ არჩევნების ადმინისტრირება - ანრი ოხანაშვილი

"ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილს საკუთარ დაპირებებს ახსენებს, სადაც ის ელექტრონული არჩევნების უპირატესობებზე საუბრობდა. მმართველი გუნდი ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებას არასერიოზულს უწოდებს.

"სააკაშვილი ნებისმიერ დროს იცვლიდა პოზიციას, როდესაც მის პირად პარტიულ ინტერესებთან თანხვედრაში არ იყო კონკრეტული საკითხი. მას შეეძლო კამპანია ეწარმოებინა ერთ საკითხზე, თუმცა მეორე დღეს შეეცვალა ეს საკითხი. ასეთი ფერისცვალებები ჩვენ ბევრჯერ გვინახავს. კატასტროფა არის ის, რომ ამ ადამიანს წარმოდგენა არ აქვს თუ რა ტიპის არჩევნები ტარდება 2024 წელს და როგორ მოხდება ამ არჩევნების ადმინისტრირება. გათვლა არის ასევე ის, რომ ამ არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობა მოხდეს და ეს ყველაფერი 2023 წელს დაიწყოს,"- აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

დღის ამბები