26 ნოემბერი 2024,   01:46
ვრცლად
ფოთის ახალგაზრდული საბჭოს წევრებმა, მასწავლებლებს პროფესიული დღე სამუშაო გარემოში მიულოცეს

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული დღე, ახალგაზრდული საბჭოს წევრებმა პედაგოგებს სამუშაო გარემოში მიულოცეს. 

ფოთში, სულ 11 საჯარო და 3 კერძო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც სასწავლო პროცესს 490 მასწავლებელი უძღვება. 

"მადლობას გიხდით ჩვენს საყვარელ პედაგოგებს ფასდაუდებელი შრომისთვის, სიყვარულისთვის, ზრუნვისა და შთაგონებისთვის. თქვენ ყოველდღიურად აღვივებთ მოსწავლეებში ცოდნის სიყვარულს და მათ ღირსეულ მოქალაქეებად აყალიბებთ. თქვენი დიდი და საპასუხისმგებლო საქმიანობით ყოველდღიურად ქმნით მყარ საფუძველს ხვალინდელი დღისთვის. მადლობა, რომ თავდადებით ემსახურებით ჩვენი ქვეყნის მომავალს! წინსვლას და წარმატებას გისურვებთ" -აღნიშნა ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ.

დღის ამბები