სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში არასტანდარტული ვაშლის ჩაბარება შეუფერხებლად მიმდინარეობს. ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავრცელებს.
უწყების ცნობით, 27 ოქტომბრის მდგომარეობით, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში ჩართული 12 კომპანიის მიერ, ჯამში, გადამუშავებულია 12,646 ტონა ვაშლი.
„არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით, ფერმერები პროგრამაში ჩართულ ხილის გადამმუშავებელ საწარმოებში არასტანდარტული ვაშლის ჩაბარებას, არანაკლებ 24 თეთრად, 15 დეკემბრამდე შეძლებენ. პროგრამის ფარგლებში არასტანდარტული ვაშლის შესყიდვისას სახელმწიფო სუბსიდია ერთ კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრია.
სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ საწარმოებში არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით ქალაქ გორში საკოორდინაციო შტაბი მოქმედებს“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.