26 ნოემბერი 2024,   01:58
ვრცლად
მაკროეკონომიკური თვალსაზრისით აბსოლუტურად გასაგები ცვლილებაა - არჩილ გაჩეჩილაძე სესხებზე სებ-ის ახალ გადაწყვეტილებაზე

საქართველოს ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ ეროვნული ბანკის მიერ სესხებთან დაკავშირებით გასულ კვირას მიღებული რეგულაციები შეაფასა.

"სამომხმარებლო სესხებზე სამიდან-ოთხ წალამდე სესხის ვადიანობის აწევა, დროებითი შეზღუდვის მოხსნა არის დადებითი. ბევრი მომხმარებელი შეძლებს მეტ კრედიტთან ჰქონდეს წვდომა, რომელიც მათ აინტერესებდათ. შესაბამისად, ეს ეკონომიკისთვისაც დადებითია. რაც შეეხება არაჰეჯირებული სესხების ნაწილში შეზღუდვის მოხსნას, მე მგონი, რომ არასწორი შეზღუდვა იყო წარსულში. ვინაიდან ჩვენი ემიგრანტები, რომლებიც აგზავნიან თანხას და ვთქვათ არიან ევროპაში და ევროში აქვთ შემოსავალი და საქართველოში ბინის ყიდვა სურთ, რა თქმა უნდა, უნდა ჰქონოდათ ევროში კრედიტის აღების საშუალება, რადგან ლარში კრედიტის აღებასაც, შესაძლოა, ჰქონდეს თავისი რისკები, როდესაც შემოსავალი და გადასახდელი თანხა სხვადასხვა ვალუტაშია, გამყარების შემთხვევაში კონკრეტულად რაც მოხდა კიდეც ბოლო ორი წლის განმავლობაში.

ასე მგონია, ძალიან დადებითი და სწორი ცვლილება იყო, რომ მხოლოდ ლარზე კი არ იყოს შეზღუდვა, არამედ არაჰეჯირებულზეც. რაც შეეხება 300 000 ლარზე ლიმიტის აწევას, ეს, რა თქმა უნდა, დამატებითი შეზღუდვაა და მომხმარებლისთვის კარგი ვერ იქნება, რადგან ეზღუდება არჩევანი, თუმცა მაკროეკონომიკური თვალსაზრისით აბსოლუტურად გასაგები ცვლილებაა," - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

დღის ამბები