26 ნოემბერი 2024,   02:44
ვრცლად
"საძველბიჭოს ატყუებ, სამ დღეში ფულს მოგიტანო, იმის უკან განაბი დგას ბიჭო" - ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 5 პირი 75 000 დოლარის გამოძალვისთვის დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 5 პირი დააკავა. დაკავება თბილისსა და ბათუმში მოხდა. დანაშაულები 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, ბათუმში, ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში წარმოიშვა ფინანსური დავა, რის შემდეგაც კომპანიაში მომუშავე, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, კრიმინალურ ავტორიტეტს მიმართა და დავის გადასაწყვეტად, ქურდული გარჩევა მოაწყვეს.

კომპანიის ერთ-ერთ მეწილეს, ბრალდებულები ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 75 000 დოლარის გადახდა დააკისრეს. ისინი დაზარალებულს სისტემატურად უკავშირდებოდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და თანხის გადახდას მოითხოვდნენ.

დღის ამბები