26 ნოემბერი 2024,   02:34
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილის ორგანიზებით, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და განვითარებისთვის არაერთი მოლაპარაკება მიმდინარეობდა - აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი

აზერბაიჯანისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა აზერბაიჯანული თეატრის თანამედროვე კომპლექსის მშენებლობის დაწყების ცერემონია გახსნეს. მხარეებმა განცხადებები გააკეთეს და ორ ქვეყანას შორის გაზრდილ პარტნიორობაზე ისაუბრეს.

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის, ალი ასადოვის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის ორგანიზებით, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და განვითარებისთვის არაერთი მოლაპარაკება მიმდინარეობდა.

"მადლობა საქართველოს მთავრობას. პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, თქვენი მოწვევით ჩვენ გუშინ "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში" ვმონაწილეობდით. ბატონ პრემიერ-მინისტრს და ორგანიზატორებს მაღალი დონის სტუმართმოყვარეობისთვის კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო. როგორც ბატონმა პრემიერმა აღნიშნა, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ორგანიზებით, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და განვითარებისთვის არაერთი მოლაპარაკება მიმდინარეობდა", - განაცხადა ალი ასადოვმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღევანდელი დღე არის დასტური საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრობისა და ღრმა კავშირის. 

"სასიხარულო დღეა, ვინაიდან მაქვს პატივი მივიღო მონაწილეობა აზერბაიჯანის სახელმწიფო თეატრის მშენებლობის ცერემონიაში. მოგეხსენებათ, რომ აზერბაიჯანის თეატრს აქვს დიდი ისტორია ჩვენს ქვეყანაში. პირველი თეატრი დაფუძნდა 1872 წელს და დღეს ყველას გვიხარია, რომ ახალი თანამედროვე თეატრის შენობის მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი და ძალიან მალე ჩვენს დედაქალაქს შეემატება, კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი ადგილი. დღევანდელი დღე არის დასტური ჩვენი მეგობრობის და ღრმა კავშირის, მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ საქართველოში იმყოფებოდა ბატონი ილხამ ალიევი რომელთანაც გვქონდა ნაყოფიერი შეხვედრა, ერთად დავათვალიერეთ აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერი ჰეიდარ ალიევის გამოფენა. წელს აზერბაიჯანში აღინიშნება ჰეიდარ ალიევის  100 წლის იუბილე და სწორედ ამ იუბილეს ფარგლებში სიმბოლურად საფუძველს ჩავუყრით ამ თეატრის მშენებლობას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

დღის ამბები