26 ნოემბერი 2024,   02:33
ვრცლად
"უკრაინის მოქალაქე Ganna ILYasova, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია სახელით ანა ლაკობა, საქართველოში შემოვიდა და საქართველო დატოვა 2018 წელს" - შსს

შინაგან სქმეთა სამინისტრო, საქართველოში რუსეთის არმიის წევრის, ანა ლაკობას ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნულმა პირმა საქართველოს საზღვარი 2018 წელს, უკრაინის რესპუბლიკის მიერ გაცემული უკრაინის მოქალაქის პასპორტით გადმოკვეთა.

"გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ თითქოს რუსეთის არმიის წევრი, ანა ლაკობა საქართველოში იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მიერ გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე განვმარტავთ, რომ უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე Ganna ILYasova, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია სახელით ანა ლაკობა, საქართველოში შემოვიდა და საქართველო დატოვა 2018 წელს.

აღნიშნულმა მოქალაქემ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას ისარგებლა უკრაინის რესპუბლიკის მიერ გაცემული უკრაინის მოქალაქის პასპორტით.

2018 წლის შემდეგ, პიროვნებას აღნიშნული პირადი მონაცემებით საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

აღნიშნული მოქალაქის მიერ საზღვრის კვეთის დროს არსებული სამგზავრო დოკუმენტის მიხედვით, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი არ დაფიქსირებულა", - აღნიშნული შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღის ამბები