26 ნოემბერი 2024,   02:45
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილმა "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებს გალა ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა,"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებს, მათ პატივსაცემად გამართულ გალა ვახშამზე უმასპინძლა.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ სომხეთის პრემიერ-ინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი. ირაკლი ღარიბაშვილმა ისინი არაფორმალურ გარემოში რამდენიმე საათის განმავლობაში მიიღო.

სამხრეთ კავკასიის სამი პრემიერის არაფორმალური საუბარი "შატო მუხრანში" შედგა.

დღის ამბები