26 ნოემბერი 2024,   02:51
ვრცლად
"აბრეშუმის გზის ფორუმი" გრძელდება - დღეს მთავარი საკითხი საინვესტიციო გარემოს განხილვა იქნება

"აბრეშუმის გზის ფორუმი" გრძელდება. მთავარი საკითხი საინვესტიციო გარემოს განხილვა იქნება. დაგეგმილია ბიზნესის წარმომადგენლების პირისპირ შეხვედრები.

გაფორმდება მემორანდუმები სარკინიგზო მიმართულებით-სპარსეთის ყურის სახელმწიფოებთან.

ფორუმი, გუშინ, ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. მასპინძელი ქვეყნის პირველმა პირმა, საკუთარი გამოსვლა აბრეშუმის გზის მნიშვნელობაზე საუბრით დაიწყო.

მთავრობის მეთაურმა, აქცენტი გააკეთა აღნიშნული მარშრუტის ისტორიულ როლზე, რომელიც წლების განმავლობაში დასავლეთს და აღმოსავლეთს აკავშირებდა. ირაკლი ღარიბაშვილმა კოლეგა ლიდერებს უმასპინძლა და მათთან ერთად ფორუმის ერთობლივი ფოტოც გადაიღო.

 

დღის ამბები