„ჰამასის“ ცნობით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზაში, მისი მებრძოლების მიერ ტყვედ აყვანილი 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა ისრაელის საჰაერო იერიშებს, - ამის შესახებ BBC „ჰამასის“ სპიკერის, აბუ ობაიდას განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
„აბუ ობაიდას დამატებითი დეტალები არ მოუწოდებია“, - წერს BBC.
ბოლო მონაცემებით, ისრაელი „ჰამასის“ ტყვეობაში 224 ადამიანის ყოფნას ადასტურებს.