უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე ლობირების შესახებ კანონპროექტის წარდგენას აანონსებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია დავით არახამიას Facebook-პოსტზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ჩვენ ვხსნით ახალ დონეს - კანონს ლობირების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ყველა შესაბამისმა ორგანიზაციამ და პირმა უნდა წარადგინოს მონაცემები თავისი დონორებისა და თანხების შესახებ კორუფციის პრევენციის ეროვნულ სააგენტოში", - აღნიშნავს დავით არახამია.