გამოქვეყნდა 212 გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც, „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმ ადამიანთა ვინაობებს ასახავს, ვინც, 7 ოქტომბრის შემდეგ, ისრაელის იერიშებს ემსხვერპლა, - ამის შესახებ BBC წერს.
დოკუმენტი 7 028 ადამიანის სახელსა და გვარს აერთიანებს. უწყების ცნობით, დაღუპულთაგან 2 665 ბავშვია.