ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ მოსკოვს „ჰამასის“ ლიდერების მასპინძლობის გამო აკრიტიკებს, - ამის შესახებ The Times of Israel-ი ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ლიორ ჰაიატის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
ჰაიატის შეფასებით, „ჰამასი ISIS-ზე უარესი ტერორისტული ორგანიზაციაა“.
„ჰამასის მაღალჩინოსნების ხელები დასვრილია 1400-ზე მეტი ისრაელელის სისხლით, რომლებიც სასტიკად დახოცეს, დახვრიტეს და დაწვეს... ისინი პასუხისმგებელნი არიან 220-ზე მეტი ისრაელელის გატაცებაზე, მათ შორის, ჩვილების, ბავშვების, ქალებისა და მოხუცების გატაცებაზე. ისრაელი „ჰამასის“ მაღალჩინოსნების მოსკოვში მიწვევას შეურაცხმყოფელ ნაბიჯად მიიჩნევს, რომელიც მხარს უჭერს ტერორიზმს და აკანონებს „ჰამასის“ ტერორისტების სისასტიკეს. ისრაელი მოუწოდებს მოსკოვს, დაუყოვნებლივ გააძევოს „ჰამასის“ ლიდერები“, - ამბობს ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი.