26 ნოემბერი 2024,   01:47
ვრცლად
საქართველოს მთავრობას, გასული წლების განმავლობაში, დაუჯერებელი ეკონომიკური მიღწევები აქვს - სერბეთის ვაჭრობის მინისტრი

სერბეთის ვაჭრობის მინისტრი ტომისლავ მომიროვიჩი, რომელიც "აბრეშუმის გზის" ფორუმის პანელურ დისკუსიებში მონაწილეობს, აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას "დაუჯერებელი ეკონომიკური მიღწევები" აქვს. მისივე თქმით, საქართველო ახლა ყველაზე საინტერესოა ადგილია ევროპაში, ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით.

"დიდი პრივილეგიაა თბილისში, საქართველოში ყოფნა. საქართველოს მთავრობას, გასული წლების განმავლობაში, დაუჯერებელი ეკონომიკური მიღწევები აქვს, სწორედ ამიტომაა დღეს აქ ამდენი მთავრობის წარმომადგენელი, პრემიერ-მინისტრები, მინისტრები, დღევანდელი ფორუმი შთამბეჭდავია. სერბეთი პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ, ტრადიციულად, კარგი პოლიტიკური ურთიერთობები გვაქვს. ჩვენ უნდა ავაშენოთ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რომ საქართველოს კომპანიები წარმოდგენილი იყოს სერბეთში და სერბული კომპანიები - საქართველოში. ახლა ეს ყველაზე საინტერესო ადგილია ევროპაში", - აცხადებს სერბეთის ვაჭრობის მინისტრი ტომისლავ მომიროვიჩი.

დღის ამბები