რა ხდება საავტორო უფლებების სფეროში და ვინ არიან საქპატენტის მიერ გამოცხადებული კონკურსის მონაწილეები?
კონკურსი, რომელიც საქპატენტმა საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ მიღებული კანონის თანახმად გამოაცხადა ხელოვანთა მხრიდან დიდ დაინტერესებას იწვევს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საავტორო უფლებებისა და მომიჯნავე უფლებების დამცველი შემსრულებლების ასოციაციებს. აკრედიტაციის შედეგად, აირჩევა მხოლოდ ერთი საავტორო უფლებების დამცველი ასოციაცია, რომელსაც ექნება ლეგიტიმაცია ავტორთა და შემსრულებელთა ჰონორარების შეგროვებაზე.
GCA-სა და GERA-ს ავტორთა საინიციატივო ჯგუფის ინფორმაციით, გიგა კობალაძემ ახალი ასოციაცია დააარსა.
ავტორთა საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთ წევრს მიხეილ რამიშვილს მივმართეთ კითხვით, რა ინფორმაციას ფლობდა GNRA-ს შესახებ.
მიხეილ რამიშვილი: “ეს ინფორმაცია გახლავთ საჯარო, ყველა დეტალი დამფუძნებლისა და რეკომენდატორის შესახებ, შეგიძლიათ გამოითხოვოთ საქპატენტიდან, სადაც თქვენს კითხვებს პასუხი სრულად გაეცემა. "
საქპატენტის მონაცემებით, ირკვევა შემდეგ დეტალები:
მომიჯნავე უფლებების სფეროში მომუშავე GCA-ს თანამშრომლები სამუშაოდ გადადიან ახალ ორგანიზაციაში. GCA-ს წევრი შემსრულებლები და ფონოგრამის დამმამზადებლები წევრიანდებიან ახალ ორგანიზაციაში. სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, რომლითაც ხდება მომიჯნავე უფლებების ობიექტის რეგისტრაცია და ჰონორარის განაწილება გადაეცემა ახალ ორგანიზაციას. GCA – ს მიერ გაფორმებული ურთიერთწარმომადგენლობითი ხელშეკრულებების მხარე ხდება ახალი ორგანიზაცია. GCA ტოვებს მომიჯნავე უფლებების ქოლგა ორგანიზაციას (ამის შესახებ SCAPR-ი ინფორმირებულია და შესაბამისი პროცედურებიც დაწყებულია). ახალი ორგანიზაციის სახელია: საქართველოს მომიჯნავე უფლებათა ასოციაცია - GNRA.
ამასთანავე, ამასთანავე, GCA-ის თავმჯდომარეს გვანცა ბაიდოშვილი წერილით მიმართავს, რაც დასტურდება საქპატენტისადმი გაგზავნილ წერილში, რომ „საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის (შემდგომში “GCA”) მაგივრად, მომიჯნავე უფლებების კოლექტიურ მართვას გაუძღვება ახალი ორგანიზაცია GNRA“.
ამგვარად, კონკურსში არჩევანის გაკეთება ხელოვანებს, ისევ, GCA-ის, მის შვილობილ კომპანია GNRA-სა და GERA-ს შორის მოუწევთ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მესამე მოსმენით დაუჭირა, რომელიც მიზნად ისახავს:
1)საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სფეროში კონტროლის სისტემას გააძლიერებს.
2)კოლექტიური მართვის ორგანიზაციის აკრედიტაციას, მისი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად.
3)ჰონორარის სამართლიანი განაწილებისა და ტარიფების დადგენის პრინციპებს.
(R)