26 ნოემბერი 2024,   01:26
ვრცლად
იმედია, ისეთ პარადოქსს არ ვნახავთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის დირექტივას ვეტოს დაადებს - შალვა პაპუაშვილი "მაუწყებლობის შესახებ" კანონზე

"ბრიუსელში სხვადასხვა ადამიანთან კონტაქტი ოპოზიციასაც აქვს და ძალიან კარგად იციან, რომ "მაუწყებლობის შესახებ" პროექტი ევროკომისიასთან კომუნიკაციით შემუშავდა და სიტყვა-სიტყვით ისე იყო გაწერილი, როგორც ევროკმისიასთან კომუნიკაცია იყო," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, რომ მან ხაზი გაუსვა პროგრესს, რომელიც "მაუწყებლობის შესახებ" კანონზე მუშაობას ეხება. 

"მინდა, ევროკავშირის ელჩს მადლობა გადავუხადო, რომ მან ამ პროგრესს ხაზი გაუსვა. იმედი მაქვს, რომ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დროს ეს საკითხიც იყო ნახსენები და მან ქალბატონ სალომეს აუხსნა კანონთან დაკავშირებული საკითხი, რადგან ვიცით, რომ ოპოზიციის მხრიდან მოწოდებაა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის დირექტივას ვეტო დაადოს. იმედია, ევროკავშირის ელჩთან ამ თემაზე საუბარი ჰქონდა და ისეთ სიტუაციას და პარადოქსს არ ვნახავთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის დირექტივას ვეტოს დაადებს," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები