ამერიკის შეერთებულ შტატებში, სროლის შედეგად, სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა - დაჭრილია 60-მდე ადამიანი.
ტრაგედია მეინის შტატის ქალაქ ლუისტონში მოხდა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებული მამაკაცი სავაჭრო, საკვებ და გასართობ ობიექტებში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.
დაშავებულთა ნაწილის მდგომარეობა მძიმეა - არ გამოირიცხება მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს. დამნაშავე ახალგაზრდა მამაკაცია - მასზე ძებნაა გამოცხადებული.
ქალაქის მერი მოსახლეობას სიფრთხილისა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.