26 ნოემბერი 2024,   01:34
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის გარშემო უნდა გავერთიანებულიყავით საბჭოს სახით და მას ექნებოდა სათათბირო, სტრატეგიის განმსაზღვრელი ფუნქცია - ლევან ბეჟაშვილი ე.წ. ბორდის შექმნის შესახებ

რატომ გახდა აუცილებელი ნაციონალური მოძრაობის" ე.წ. ბორდის შექმნა - ამ კითხვასთან დაკავშირებით "ღამის კურიერის" ეთერში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა ისაუბრა.

როგორც ბეჟაშვილი ამბობს, გაჩნდა იდეა, რომ პარტიის ყოფილი წევრები, პოლიტიკიდან წასული ან პოლიტიკით დაინტერესებული უპარტიო ადამიანები, მიხეილ სააკაშვილის გარშემო გაერთიანებულიყვნენ და ამ ბორდს ჰქონოდა სათათბირო, საკონსულტაციო, სტრატეგიის განმსაზღვრელი ფუნქცია.

"ბოლო პერიოდში, საუბარი იყო პარტიასთან არსებული საბჭოს შექმნაზე, სადაც ნებისმიერ ადამიანს, როგორც პარტიის ყოფილ წევრებს, ისე პოლიტიკიდან წასულებს ან ვისაც პოლიტიკა აინტერესებდა და პარტიაში შემოსვლა არ სურდა, მიეცემოდა საშუალება, მიხეილ სააკაშვილის გარშემო გავერთიანებულიყავით საბჭოს სახით და ამ საბჭოს ექნებოდა სათათბირო, საკონსულტაციო, სტრატეგიის განმსაზღვრელი ფუნქცია. ბევრ ადამიანთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და ბევრი ადამიანი გამოთქვამდა სურვილს ანუ ყველა ფორმა, საშუალება, რესურსი იქნა მიცემული მხარეებისთვის, რომ თუკი მათ რეალურად სურთ ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ, ოლიგარქიული, რუსული მმართველობის წინააღმდეგ, "ქართული ოცნების" წინააღმდეგ, არსებობდა ეს პლატფორმა და საშუალება.

ბუნებრივია, პარტია ცდილობს სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტთან აქტიურ მოლაპარაკებას, რომ შეიქმნას ერთიანი, ძლიერი, გამარჯვების კოალიცია, რომელიც საზოგადოებას მისცემს საშუალებას მხარი დაგვიჭირონ, გავაერთიანოთ ყველა აქტიური ადამიანი როგორც პოლიტიკოსი, ისე სამოქალაქო აქტივისტი და გაერთიანებული ძალებით ვებრძოლოთ რუსულ ოლიგარქიულ მმართველობას. ამიტომ, გიორგი ვაშაძის მიმართ გაკეთდა ეს განცხადება, გიორგი ვაშაძის გარდა სხვა პირების მიმართაც გაკეთდება შეთავაზებები და ჩვენ ვნახავთ უახლოეს პერიოდში, რომ სულ უფრო ბევრი ადამიანი შემოგვიერთდება ამ გამარჯვების კოალიციაში. ამიტომ, ეს კარი ღიაა,"- აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

დღის ამბები