26 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
არსებობს პარტია, რომელიც ღიად საუბრობს, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი დაგვაზარალებს, ვგულისხმობ "ევროპულ საქართველოს", ისინი ღიად ამბობენ ამას - ხატია დეკანოიძე

პარლამენტის წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, საქართველოში არსებობს პარტია, რომელიც ღიად ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოს დააზარალებს და სწორედ ასეთი გზავნილების გამო, პარტნიორებს უჩნდებათ განცდა, რომ ქვეყანაში არ არის ერთიანობა, რაც მათ დაბნეულობას იწვევს.

როგორც დეკანოიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, ევროპელი მეგობრები საქართველოს ურჩევენ, რომ კანდიდატის სტატუსის მოპოვების პროცესში, ქვეყანას ერთიანი პოზიცია ჰქონდეს, რაც დადებითი გადაწყვეტილების მიღებას შეუწყობს ხელს.

"არსებობს პარტია, რომელიც ღიად საუბრობს, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი დაგვაზარალებს, ვგულისხმობ "ევროპულ საქართველოს. ისინი ღიად ამბობენ ამას და არ დაუმალავთ და პარტნიორებისთვის ეს არის დაბნეულობის შემტანი. მე ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე ღიად დამისვეს შეკითხვა, ეს არ იყო დაფარული და დამალული. იქ იყო ძალიან ბევრი საქართველოს წარმომადგენელი და ღიად თქვეს, რომ არსებობს მოსაზრება საქართველოში, საქართველოს გარეთ მოდის გზავნილები, რომ შეიძლება ეს გაძლიერდეს და ეს გზავნილები მიდის ჩვენს პარტნიორებთან. პარტნიორები ამბობენ, რომ კარგი იქნება თუ ეს იქნება ერთიანი გზავნილი და კარგი იქნება, თუ ეს იქნება ერთიანი, ნამდვილი ფრონტი. არავინ არ თქვას, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ყველაფერი გადაწყვეტილია და ჩაწიკწიკებულია - არა, არაფერი არ არის გადაწყვეტილი. ალბათ, არც ნოემბერში არ იქნება გადაწყვეტილი, გადაწყვეტილება იქნება დეკემბერში, სამიტზე", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები