26 ნოემბერი 2024,   01:54
ვრცლად
რეფორმა ფარმაცევტულ სექტორში - უმაღლესი შეფასება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან

ქართული ჯანდაცვის უმაღლესი შეფასება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან - ჯანმოს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ყაზახეთში მიმდინარე საერთაშორისო სესიაზე, საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები 53 ქვეყანას შორის გამოარჩია, ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად დაასახელა და განაცხადა, რომ ფასების რეგულირებამ და რეფერენტული ფასების განსაზღვრამ - ონკოლოგიური წამლების ღირებულების 45 პროცენტით შემცირების შესაძლებლობა შექმნა რაც მოსახლეობას საშუალებას აძლევს ორჯერ მეტი მედიკამენტი შეისყიდოს.

ფარმაცევტულ სფეროში რეფორმა, მთავრობამ რამდენიმე ეტაპად გაატარა, დაიწყო თურქეთიდან იაფი და ხარისხიანი მედიკამენტების შემოტანა რის შედეგადაც წამლებზე ფასი 60-80 პროცენტით შემცირდა, შემდეგ კი დაადგინა რეფერენტული ფასები რამაც ონკოლოგიურ პაციენტებს სამკურნალო საშუალებებზე ღირებულება რამდენიმე ათეული პროცენტით შეუმცირა. მთავრობა ამჟამად რეფორმების გატარებას პირველადი ჯანდაცვის ხელშეწყობისთვის ატარებს, რომლის შესახებაც ინფორმაცია ასევე მიაწოდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას.

დღის ამბები