26 ნოემბერი 2024,   01:27
ვრცლად
"აბრეშუმის გზის ფორუმზე“ გვექნება შესაძლებლობა, წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა საინვესტიციო და დიდი პროექტის თვალსაზრისით, რომელსაც ჰქვია შუა დერეფნის განვითარება - ირაკლი ღარიბაშვილი

„აბრეშუმის გზის ფორუმზე“ გვექნება შესაძლებლობა, წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთ ყველაზე საინტერესოდ, მომხიბვლელ ადგილად გეოგრაფიული თვალსაზრისით, ასევე საინვესტიციო და დიდი პროექტის თვალსაზრისით, რომელსაც ჰქვია შუა დერეფნის განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო ხვალ უმასპინძლებს „აბრეშუმის გზის ფორუმს“, რომელიც 2015 წელს დაფუძნდა.

„მოგეხსენებათ, ვუმასპინძლებთ ხვალ „აბრეშუმის გზის“ ფორუმს, რომელიც ჩემი ინიციატივით დავაფუძნეთ 2015 წელს. ფორუმზე მიიღებს მონაწილეობას სამოცზე მეტი ქვეყნის 200-ზე მეტი დელეგატი. ესეც იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ჩვენ წარმოვაჩინოთ კიდევ ერთხელ ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და ასე ვთქვათ, მომხიბვლელ ადგილად გეოგრაფიული თვალსაზრისით, ასევე საინვესტიციო და ზოგადად, დიდი პროექტის თვალსაზრისით, რომელსაც ჰქვია შუა დერეფნის განვითარება. ამიტომ, ვფიქრობ, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ჩვენ ინტერესებს ემსახურება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები